(For my english friends: to improve my Georgian, I translated Naval Ravikant's wealth tweets. If you haven't read them I highly suggest it. Here's the english version)
Რომ გავუმჯობესდე ქართულში, ნავალ რავიკანტის “Როგორ გამდიდრე (იღბალის გარეშე)” გადავთავრგმნე. Ნავალი გულისხმობს სილიკონ ვალის "მთავარ აზრებს" ამ საკითხებში. მსურს რომ გაგიზიაროთ!
ეძებე ქონება, და არა ფული ან სტატუსი. ქონება არის ის რაც ძილის დროსაც კი ფულს გამოიმუშავებს. ფული არის საშუალება რითაც ჩვენ ვცვლით დროსა და ქონებას. სტატუსი არის შენი ადგილი სოციალურ კიბეზე.
გაითავისე, რომ ეთიკური სიმდიდრის შექმნა შესაძლებელია. იმ შემთხვევაში თუ სიმდიდრის მიმართ ზიზღს გრძნობ, ის ხელიდან გაგისხლტება.
არ მიაქციო ყურადღება სტატუსით მოთამაშეებს. ისინი სტატუს იხვეჭენ იმ ხალხის დამხობით ვინც სიმდიდრის თამაშს თამაშობს.
ვერ გამდიდრდები ხელფასით. ფინანსური თავისუფლების მოსაპოვებლად საჭიროა, რომ გქონდეს კაპიტალი - ბიზნესის წილი -
გამდიდრდები თუ საზოგადოებას მისცემ იმას რაც მათ სჭირდებათ, მაგრამ ჯერ კიდევ არ იციან როგორ მოიპოვონ. მასშტაბურად.
აირჩიე სექტორი სადაც შეგიძლია ითამაშო გრძელვადიანი თამაშები სანდო ადამიანებთან ერთად.
ინტერნეტი იძლევა კარიერული წინსვლის დიდ არჩევანს. ადამაინთა უმეტერსობას ეს ჯერ კიდევ ვერ გაუგია.
ითამაშე ისეთი თამაშები, რომელიც შეგიძლია თანდათან შეხედულებისამებრ შეცვალო. ყველა შედეგი ცხოვრებაში, იქნება ეს სიმდიდრე, უთიერთობა, თუ ცოდნა, იზრდება გეომეტრიული პროგრესიით.
აირჩიე პარტნიორები, შემგედი მახასიათებლებით: მაღალი ინტელექტი, ენერგიულობა, და რაც ყველაზე მინშვნელოვანია, პატიოსნება.
თავი შორს დაიჭირე ცინიკოსი და პესიმისტი პარტნიორებისაგან. მათი აზრები მხოლოდ თვით-კმაყოფაა.
ისწავლე გაყიდვა. ისწავლე აშენება. თუ ორივეს გაკეთება შეგიძლია, ვერავინ შეგაჩერებს.
შეიარაღდი კონკრეკტული ცოდნით, პასუხისმგებლბობით, და ბერკეტებით.
კონკრეკტული ცოდნა არის ცოდნა რომელსაც სხვა ვერ გასწავლის. თუ საზოგადოებას შენი გაწვრთნა შუძლია სხვის მსგავსად, ასევე შეუძლია ამ ადმიანით ჩაგანაცვლოს.
კონკრეკტული ცოდნა შეიძლება შეიძინო შენი ძირეული ინტერესების და შთაგონების განვითარებისას და არა მოდაზე აყოლით.
კონკრეკტული ცოდნის შენება თამაშივით მოგეჩვენება, მაგრამ სხვის თვალში ჩვეულებრივი სამუშაოსავით გამოჩნდება.
კონკრეტული ცოდნის შეძენა გავს შეგირდ-ოსტატის ერთად მუშაობის პროცესს, და არა სკოლის მოდელს.
კონკრეტული ცოდნა ძირითადად ძალიან ტექნიური ან შემოქმედებითია. არ შეიძლება მისი გაყოფა ან ავტომატიზირება.
დაადექი პასუხისმგებლობის გზას, და აიღე ბიზნეს რისკები შენი სახელით. საზოგადოება დაგაჯილდოებს ნდობით, კაპიტალით, და ბერკეტებით.
ყველაზე პასუხისმგებლიან ადამიანებს აქვს ერთად-ერთი, საზოგადო, და სარისკო ბრენდები: ოპრა, ტრამპი, ქანიე, ილონ.
“მომეცით საკმარისად გრძელი ბერკეტი, ძლიერი საყრდენი და მე გადავატრიალებ მსოფლიოს ” - არქიმედი
Სიმდიდრე მოითხოვს ბერკეტებს. Ბერკეტებში იგულისხმება კაპიტალი, მუშახელი, და პროდუქცია რომელსაც არ აქვს რეპლიკაციის ფასი (კოდი ან მედია).
კაპიტალი ნიშნავს ფულს. ფულის საშოვნელად გამოიყენე შენი კონკრეტული ცოდნა პასუხისმგებლობით, და წარმოაჩინე კარგი შედეგი.
მუშახელი არის ხალხი ვინც შენთვის მუშაობს. ეს არის უძველესი და ყველზე მეტად "ნაომარი" ბერკეტის ფორმა. მისი შოვნა გააოცებს სხვებს, მაგრამ არ გაფლანგო შენი ცხოვრება ზედმეტ ძებნაში.
კაპიტალი და მუშახელი ნებადართული ბერკეტია. ყველა ნადირობს კაპიტალის დაგროვებაზე, რომელიც ვიღაცამ უნდა მოგცეს. ყველა ცდილობს რომ იყოს ლიდერი, მაგრამ ვიღაცა უნდა გამოგყვეს.
კოდი და მედია ისეთი ბერკეტებია რომელიც ნებართვის საჭიროებას არ მოითხოვენ. ყველა ახალ-გამდიდრებულისთვის ეს საშუალებები იყო მთავარი ბერკეტი. შეგიძლია რომ შექმნა პროგრამები ან მედია რომელიც მუშაობს შენთვის მაშინაც კი როცა გძინავს.
Რობოტების არმია ხელმისაწდომია - ისინი უბრალოდ არიან შენახული საინფორმაციო ბაზაში, სითბოსა და სივრცის ეფექტურობისთვის. გამოიყენე.
თუ არ შეგიძლია კოდის წერა, წერე წიგნები ან ბლოგები, ჩაწერე ვიდეობი და პოდკასტები.
Ბერკეტი ბევრად ზრდის შენი განსჯის შედეგს.
კარგი განსჯა მოითხოვს გამოცდილებას, მაგრამ შეიძლება უფრო სწრაფად აითვისო ფუნდამენტური უნარების სწავლით.
არ არსებობს უნარი რასაც “ბიზნესი” ქვია. თავი აარიდე ბიზნეს ჟურნალებს და ბიზნეს კლასებს.
ისწავლე მიკრო-ეკონომიკა: თამაშის თეორია, ფსიქოლოგია, ადამიანების დარწმუნება, ეთიკა, მათემატიკა, და კომპიუტერები.
კითხვა უფრო სწრაფია ვიდრე მოსმენა. გაკეთება უფრო სწრაფია ვიდრე ყურება.
Შენ ისე დაკავებული უნდა იყო, რომ “ყავაზე შეხვედრის” დრო არ გქონდეს. მაგრამ ამავდროულად შეეცადე არ ქონდეს გადატვირთული განრიგი.
Შენი საათობრივი ფასი შეცვალე ისე, რომ შენთვის სასურველი იყოს. თუ პრობლემის მოგვარება შენ სასურველ ფასზე ნაკლებია, შეგიძლია დააიგნორო. ან თუ გყავს ადამიანი ვინც შენთვის შეასრულებს ამ სამუშაოს შენ საათობრივ ფასზე ნაკელებად, დაე შენთვის იმუშაონ.
იმუშავე თავდაუზოგავად. მიუხედავად იმისა, რომ შენი შრომისმოყვარეობა უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია ვიდრე ვისთან ან რაზე მუშაობ.
გახდი მთელ მსოფლიოში საუკეთესო შენს საქმიანობაში. გააგრძელე შენი მუშაობის შეფასება სისტემატიურად სანამ ეს მართალი არ გახდება.
არ არსებობს “სწრაფად გამდიდრების სქემები”. ასეთი სქემების ყიდვით მხოლოდ მის გამყიდველს ამდიდრებ.
გამოიყენე სპეციფიური ცოდნა ბერკეტთან ერთად, და საბოლოოდ დამსახურებულ შედეგს მიიღებ.
როდესაც შენს მიზანს მიაღწევ, მერე მიხვდები, რომ ეს ის არ არის რასაც ეძებდი. მაგრამ ეს სხვა დღისთვისაა.
Thanks to Maho Mamulashvili, Lana Nozadze, George Parunashvili, Manana Parunashvili for reviewing drafts of this translation